![]() |
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი |
![]() |
1 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი |
▲back to top |
382
წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
მოეწერა მზისა შუქთა: „ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
383
ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
384
შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
385
მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!“
386
ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა;
ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა!
გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა;
მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა“.
![]() |
2 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი (ხელნაწერი) |
▲back to top |
წერეთელი მაიკო
ბუხაიძე ეკა
ევგენიძე ლ.
სტეფნაძე თამარ
დვალიშვილი ბაია