გამოღვიძება გარდაცვალების შემდებ

გამოღვიძება გარდაცვალების შემდეგ

რა სიბნელეა ველზე,

აქ, სხვათაშორის, მეც ვარ.

და მწუხარებით ვუმზერ

მარად მდუმარე ზეცას.

და უმძაფრესი ღონის

ქარიშხალია დღემდე.

გამომეღვიძა, მგონი,

გარდაცვალების შემდეგ.