უცნობი ლანდი

უცნობი ლანდი

ცხოვრობდა იგი მთრთოლვარე, ცივი

და ბედისაგან შეწუხებული.

თითქოს საეჭვო ქურდი კაცივით

უყვარდა ღამის შავი ხვეული.

ის დადიოდა - უცნობი სფინქსი

და გაოცებით უმზერდა სანთელს.

ის დადიოდა - უცნობი სფინქსი

და მწუხარების სნეული ლანდი.

უნდოდა შველა და სწუხდა დღისით,

სწამდა თბილისი - უდაბნო დარდის.

ასეთი იყო იღბალი მისი,

დღესაც ასეთი მოკლული დადის.