რაა სიკვდილი
1
რაა სიკვდილი, რაა მისი საშინელება?
მკვდარი თუ შვებას მოაკლდება, ჭირსაც მორჩება.
მაგრამ მოყვსისა მომშორვესა, სურვილით ტანჯულს,
სიამე ოდენ მიეღება, თმენა კი რჩება.
2
გულო! უძლურო, მვაებელო, ოხრვათ მადიდო,
ეშყის ალმური გლახ ჩივილით ვით დაიმშვიდო?
კიდესა ზედა მდგომარესა გმართებდა განსჯა,
აწ ზღვას შეჰსულხარ, ზვირთთა მისთა სადღა ერიდო?