მამა

ამა

შავი ღამეა, სადღაც მღერიან,

ახ დუმილი არ შეიძლება.

და მამაჩემი ბედნიერია,

და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.

და რაღაც ასო ცაზე სწერია,

ეს მიპასუხეს გულის ნიშნებმა.

და მამაჩემი ბედნიერია,

და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.