ვედრება

ვედრება

დავ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,

შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,

ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავა ქვეყანაზე, როგორც გაძარცული,

ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული.