A B C D E F G H I J K L M N

შა შე შვ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შხ
selected terms: 208 page 10 of 11
შტიხელი
შტიხელ-ი [გერმ. Stichel] - საჭრელი იარაღი გრავირებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტოკი
შტოკ-ი [გერმ. Stock] – 1. (გეოლ.). ქანის ან წიაღისეულის დიდი მასა არაწესიერი ცილინდრული ფორმისა. 2. (ტექ.). დგუშიანი მანქანის დეტალი, რომელიც დგუშს აერთებს ცოციასთან. =უცხო სიტყვათა More…
შტოლნი
შტოლნ-ი [გერმ. Stollen] - ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე გამოდის და განკუთვნილია მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა მომსახურებისათვის; წოლხვრელი. More…
შტოპორი
შტოპორ-ი [გერმ. Stopper] – 1. ბოთლიდან საცობის ამოსაძრობი იარაღი; კორპსაძრობი. 2. (ავიაც.). უმაღლესი პილოტაჟის ერთ-ერთი ფიგურა - თვითმფრანავის დაშვება სპირალურად (ვარდნის მსგავსად). More…
შტორი
შტორ-ი [გერმ. Store] - ფანჯრის ფარდა ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტორმი
შტორმ-ი [ჰოლანდ. storm] - ქარიშხალი (ჩვეულებრივ, ზღვაზე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტოფი1
შტოფ-ი1 [გერმ. Stoff] - დიდი ბოთლი (დაახლოებით სამი ლიტრის ტევადობისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტოფი2
შტოფ-ი2 [გერმ. Stoff] - აბრეშუმის მძიმე დეკორატიული ქსოვილი; იყენებენ კედლებზე გასაკრავად, რბილ ავეჯზე გადასაკრავად, ფარდებად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტრაიკბრეხერი
შტრაიკბრეხერ-ი [გერმ. Streikbrecher] - კაპიტალისტურ ქვეყნებში: პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს წარმოებაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტრეკი
შტრეკ-ი [გერმ. Strecke] - ჰორიზონტალური მიწისქვეშა სამთო გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე არ გამოდის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტრიხი
შტრიხ-ი [გერმ. Ssrich] – 1. ხაზი, რომელიც წარმოადგენს ნახატის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს. 2. (გადატ.). რისამე დამახასიათებელი თვისება, ცალკეული წვრილმანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტურვალი
შტურვალ-ი [ჰოლანდ. stuurwiel] - საჭის ბორბალი, რომლის მობრუნებითაც აძლევენ მიმართულებას გემს, თვითმფრინავს, ავტომობილს და სხვ.; საჭევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტურმანი
შტურმან-ი [ჰოლანდ. stuurman] - გემის, წყალქვეშა ნავის, თვითმფრინავის, დირიჟაბლისა და მისთ. ტარების სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტურმი
შტურმ-ი [გერმ. Sturm] - გადამწყვეტი იერიში მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილის ასაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტუფი
შტუფ-ი [გერმ. Stufe] - ქანის ან მადნის პატარა ნატეხი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტუცერი
შტუცერ-ი [გერმ. Stutzer] – 1. ძველებური თოფი, რომლის ლულასაც შიგნით ხრახნისებური კუთხვილი აქვს. 2. კუთხვილის მქონე მსხვილკალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი. 3. (ტექ.). მოკლე მილი, რომელსაც More…
შუ
შუ [ფრანგ. chou] - ერთგვარი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილღვეზელა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შუა საუკუნეების ხელოვნება
ფეოდალიზმის ხანის ხელოვნება, რომელიც ეკლესიის ძალაუფლების ქვეშ ვითარდებოდა. X ს-დან მოყოლებული, ევროპის კულტურის ცენტრებად მონასტრები იქცა. ბერები წერდნენ წიგნებს, ქმნიდნენ შესანიშნავ More…
შუანები
შუანებ-ი [ფრანგ. chouan (მხ.)] - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს; კონტრრევოლუციონერი მეამბოხეები, რომლებიც მოქმედებდნენ ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში (ბრეტანსა და ნორმანდიაში). =უცხო More…
შუდრა
შუდრა [სანსკრ.] - ძველ ინდოეთში: უმდაბლესი ვარნა (იხ.). - უმიწაწყლო მოჯამაგირეები, ხელოსნები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9