A B C D E F G H I J K L M N

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოო ოპ ორ ოს ოტ ოუ ოფ ოქ ოც ოხ
selected terms: 416 page 19 of 21
ოტორინოლარინგოლოგია
(us (ōtos), rhis (rhinos), larynx (laryngos)და logos) "ყური", "ცხვირი", "ხორხი" და "მოძღვრება"მოძღვრება ყურის, ცხვირის, ყელისა და მათი მომიჯნავე More…
ოტოსკლეროზი
(us (ōtos)) "ყური" და "სკლეროზი"შიგა ყურის ქრონიკული დაავადება; იწვევს ადამიანის თანდათანობით დაყრუებას. See also: სკლეროზი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოტოსკოპი
(us (ōtos) და skopeō) "ყური" და "ვუყურებ"ყურის გამოსაკვლევი სამედიცინო ხელსაწყო – მრგვალი ჩაზნექილი სარკე, რომელსაც ექიმი შუბლზე იმაგრებს. =უცხო სიტყვათა More…
ოტოფონი
(us (ōtos) და phōnē) "ყური" და "ბგერა"სმენის გასაძლიერებელი ხელსაწყო (იმათთვის, ვისაც ყურთ აკლია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოუენიზმი
უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა - მისი მამამთავრის, ინგლისელი მოაზროვნის რ. ოუენის (Owen, 1771 – 1858 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფერტი
(offertus) "შეთავაზებული"წინადადება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც შეიცავს ყველა არსებით პირობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმია
(ophthalmos) "თვალი"თვალის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმო
(ophthalmos) "თვალი"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს თვალთან, თვალის დაავადებებთან დაკავშირებულს. მაგ., ოფთალმოლოგია. ოფთალმოსკოპი. =უცხო სიტყვათა More…
ოფთალმოდინამომეტრია
(ophthalmos) "თვალი" და "დინამომეტრია" თვალის ბადურას სისხლძარღვებში წნევის გაზომვის მეთოდი. See also: დინამომეტრია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოლოგი
ოფთალმოლოგიის სპეციალისტი ექიმი; თვალის ექიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოლოგია
(ophthalmos და logos) "თვალი" და "მოძღვრება"მეცნიერება თვალის სნეულებათა და მათი მკურნალობის შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოსკოპი
(ophthalmos და skopeō) "თვალი" და "ვუყურებ"თვალის გამოსაკვლევი სამედიცინო ხელსაწყო – ხელში დასაჭერი ტარიანი მრგვალი სარკე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფთალმოსკოპია
ოფთალმოსკოპის საშუალებით თვალის ფსკერის გამოკვლევის მეთოდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფისი
(office) ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში: კანტორა, უწყება, სამმართველო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიცერი
(Offizier) პირი, რომელიც არმიისა და ფლოტის მეთაურთა შემადგენლობას განეკუთვნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიციალისი
(officialis) 1. ძვ. რომში: მოხელე, რომელიც მსახურობდა ერთ-ერთ უმაღლეს მაგისტრატთან. 2. შუა საუკუნეებში: ეპისკოპოსის დამხმარე მოხელე, რომელიც განაგებდა საერო საქმეებს; საეკლესიო მსაჯული. More…
ოფიციალური
(officialis) "თანამდებობრივი"1. ხელისუფლების, ადმინისტრაციის მიერ ან თანამდებობის პირის მიერ დადგენილი, მათგან მომდინარე. მაგ., ოფიციალური დოკუმენტი. ოფიციალური ოპონენტი . 2. More…
ოფიციანტი
(Offiziant) რესტორნის, სასადილოს, კაფეს მოსამსახურე – საჭმელ-სასმელის მიმტანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიციოზი
ოფიციოზური ბეჭვდითი ორგანო; გაზეთი, ჟურნალი და მისთ., რომელიც მთავრობის ოფიციალურ ორგანოდ არ ითვლება, მაგრამ მის თვალსაზრისს გამოხატავს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოფიციოზური
(offiziōs) ფორმალურად მთავრობისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ სინამდვილეში მისი თვალსაზრისის გამომხატველი. მაგ., ოფიციოზური გაზეთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9