A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
ექვ ექი ექო ექს ექტ
selected terms: 112 page 2 of 6
ექსკურსი
(excursus) ძირითადი საკითხისაგან გადახვევა გზადაგზა წამოჭრილი სხვა საკითხების გასაშუქებლად; წიაღსვლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსკურსია
(excursio) "სვლა", "ლაშქრობა"1. კოლექტიური დათვალიერება რისამე; გამგზავრება, გასეირნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული ან გართობის მიზნით. 2. ასეთი დათვალიერების ან More…
ექსლიბრისი
(ex libris) "წიგნებიდან"მხატვრულად გაფორმებული ნიშანი, იარლიყი, რომელსაც აკრავენ წიგნის ყდის შიგნითა მხარეს და რომელზედაც აღნიშნულია პატრონის გვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსოდი
(exodos) ანტიკურ თეატრში: ტრაგედიის დასკვნითი ნაწილი და, აგრეთვე, მსახიობთა საზეიმო გასვლა სცენიდან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსორია
(ex და horos) -გან, -იდან და "საზღვარი" სამშობლოდან გაძევება ან გადახვეწა უცხო მხარეში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპანსია
(expansio) იმპერიალისტური სახელმწიფოს ან მონოპოლისტური გაერთიანების გავლენის სფეროს გაფართოება; ახალი ტერიტორიების დაპყრობისაკენ მისწრაფება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპანსიონიზმი
ექსპანსიის პოლიტიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპანსიონისტი
ექსპანსიონიზმის მომხრე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპანსიური
(expansif) ვინც თავის გრძნობებს ვერ ფარავს, ადვილად ამჟღავნებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპატრიანტი
პირი, რომელმაც ექსპატრიაცია განიცადა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპატრიაცია
(ex და patria) - გან,-იდან და "სამშობლო"ნებაყოფლობითი ან იძულებითი გასახლება სამშობლოდან, ჩვეულებრივ, მოქალაქეობის გამოცვლით. Synonym: ექსპატრიირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპედიტორი
რისამე (მაგ., საქონლის, ჟურნალ-გაზეთების და სხვ.) გამგზავნი, დამგზავნი, მიმწოდებელი. See also: ექსპედიცია, მნიშვ. 3. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპედიცია
(expeditio) 1. ადამიანთა ჯგუფის, რაზმის გამგზავრება რაიმე სპეციალური მიზნით, საგანგებო დავალებით. 2. თვით ასეთი ჯგუფი. 3. რისამე (მაგ.,საქონლის, ჟურნალ-გაზეთების, კორესპოდენციების და მისთ.) More…
ექსპერიმენტატორი
ექსპერიმენტის მაწარმოებელი პირი. See also: ექსპერიმენტი, მნიშვ.1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპერიმენტი
(experimentum) 1. მეცნიერულად დაყენებული ცდა. 2. საერთოდ, ცდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპერიმენტული
ექსპერიმენტთან დაკავშირებული, მასზე დაფუძნებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპერტი
(expertus) "გამოცდილი"რაიმე საქმის სპეციალისტი, რომელსაც იწვევენ რთულ, სადავო შემთხვევებში ექსპერტიზისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპერტიზა
(expertise) 1.სპეციალისტების (ექსპერტების) მიერ რისამე გამორკვევა, განხილვა სწორი დასკვნის მისაცემად რაიმე საკითხის თაობაზე. 2.ექსპერტების კომისია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპირაცია
(expiratio) ამოსუნთქვა (მეტყველების პროცესში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ექსპლანტაცია
(ex და planto) -გან, -იდან და "ვთესავ" ორგანიზმისაგან განცალკევებით ქსოვილის გამოზრდის, განვითარების ექსპერიმენტული მეთოდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9