A B C D E F G H I J K L M N

ჯა ჯე ჯი ჯო ჯუ
selected terms: 33 page 2 of 2
ჯირგა
ჯირგა [ავღ.] - ავღანელი ტომების უხუცესთა საბჭო. ლოია ჯირგა [ავღ.] - ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრება; იწვევენ ხოლმე საგანგებო საკითხების გადასაჭრელად. =უცხო სიტყვათა More…
ჯიუ-ჯიცუ
ჯიუ-ჯიცუ [იაპ.] - უიარაღოდ თავდაცვის (აგრეთვე შეტევის) თავისებური ილეთების სისტემა - ხელებისა და ფეხების სახსრებში გადაგრეხა, სასუნთქი გზების შეხუთვა და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯიჯიფუ
ჯიჯიფუ [იაპ.] – (მოძვ.) იხ. ჯიუ-ჯიცუ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯოკერი
ჯოკერ-ი [ინგლ. joker] - ბანქოს ზოგიერთ თამაშში (უპირატესად პოკერში): დამატებითი კარტი, რომლითაც შეიძლება ყველა სხვა კარტის შეცვლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯოლტი
ჯოლტ-ი [ინგლ. jolt] - კრივში: მოკლე პირდაპირი დარტყმა სხეულში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯონ-ბული
ჯონ-ბულ-ი - ინგლისელი ბურჟუის მეტსახელი [მე-18 ს.-ის ინგლისელი მწერლის არბეტნოტის პოლიტიკური პამფლეტის გმირის Jonn Bull-ის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯონკა
ჯონკა [ესპ.-პორტუგ. junko < მალაიურიდან] - ჩინური მსუბუქი იალქნიანი გემი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯოული
ჯოულ-ი - (ფიზ.). მუშაობის (ენერგიის) საზომი ერთეული [ინგლისელი ფიზიკოსის Joule-ის (1818-1889 წწ.) სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯულეპი
ჯულეპ-ი [ინგლ. julep] - კონიაკი ან ვისკი, რომელსაც დამატებული აქვს პიტნა; სვამენ ყინულიანს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯუნგლი
ჯუნგლ-ი [ინგლ. jungle < სანსკრ.] - ტროპიკული და სუბტროპიკული უღრანი ტყე (უპირატესად ინდოეთში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯუნტა
ჯუნტა [იტალ. giunta კრება]: მუნიციპალური ჯუნტა - იტალიაში: ქალაქის მმართველობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯუსი
ჯუს-ი [ინგლ. juice წვენი] - ხილის წვენი (სასმელად მომზადებული). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჯუტი
ჯუტ-ი [ინგლ. jute] - ტროპიკული ბალახოვანი მცენარე, რომლის ბოჭკოსაგანაც ამზადებენ უხეშ ქსოვილებს, თოკებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9