A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვიდ ვივ ვიზ ვით ვიკ ვილ ვიმ ვინ ვიო ვიპ ვირ ვის ვიტ ვიქ ვიშ ვიც
selected terms: 114 page 3 of 6
ვიკუნია
(vicuña) სამხრეთამერიკელი ძუძუმწოვარი ცხოველი ლამების გვარისა; აქვს რბილი და წმინდა მატყლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვილა
(villa) მდიდრული სახლი ქალაქგარეთ, მდიდრული აგარაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვილაიეთი
(vilajet) მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თურქეთში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვილანები
(villani < villa) "მამული"შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: მემამულეებზე დამოკიდებული სხვადასხვა კატეგორიის გლეხები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვილანელა
(villanella) სოფლური სიმღერაიტალიური ყოფითი ვოკალური მუსიკის ჟანრი მე- 15- 16 სს.-ში; წარმოიშვა გლეხური ხალხური სიმღერიდან; გვხვდება სასიყვარულო-ლირიკული, საყოფაცხოვრებო, სახუმარო, სატირული More…
ვილტი
(wilt) მცენარეთა ინფექციური ჭკნობა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით; ვ. -ით ყველაზე მეტად ავადდება ბამბა, შედარებით ნაკლებად პომიდორი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, ატამი და სხვ. More…
ვიმპელი
(wimpel) 1. ბოლოში ორად გაყოფილი გრძელი და წვრილი ალამი, აღმართული მოცურავე სამხედრო გემზე (გემის ეროვნული კუთვნილების აღსანიშნავად). 2. საერთოდ, პატარა ვიწრო და გრძელი ან სამკუთხედი ალამი. More…
ვიმპერგი
(Wimperg) მაღალი წვეტიანი დეკორატიული ფრონტონი, რომლითაც მთავრდება გოტიკურ შენობათა პორტალები და სარკმლის ღიობები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინამინოლოგია
მეცნიერება ვიტამინების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინდიკაცია
(vindicatio) მესაკუთრის უფლება გამოითხოვოს თავისი ქონება სასამართლოს მეშვეობით იმ პირისაგან, რომელიც უკანონოდ ფლობს მას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინდროუერი
See also: უინდროუერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინდსერფინგ-კლუბი
See also: უინდსერფინგ-კლუბი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინდსერფინგი
See also: უინდსერფინგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინეგრეტი
(vinaigrette) წვრილად დაჭრილი და ერთმანეთში არეული სხვადასხვა ბოსტნეულისაგან დამზადებული საჭმელი, რომელიც ძმრით, ზეთით და სხვა საკაზმით არის შენელებული; იჭმება ცივად. =უცხო სიტყვათა More…
ვინიეტი
(vignette) წიგნის, (ხელნაწერის) ან მისი რომელიმე ნაწილის თავში ან ბოლოში დართული ორნამენტი, ნახატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინილაცეტატი
ორგანული ნაერთი, ძმარმჟავას წარმოებული; მისი პოლიმერიზაციით მიიღება პოლოვინილაცეტატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინილი
(vinum) "ღვინო"ატომთა დაჯგუფება, რომელიც დამახასიათებელია ბევრი ორგანული ნაერთისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინიქლორიდი
მისი პოლიმერიზაციით მიიღება პოლივინილქლორიდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინკელი
(Winkel) "კუთხე"სწორი კუთხის შესამოწმებელი სადურგლო იარაღი; გონიო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვინტი
(gwint; <) 1. ხრახნი. 2. ბანქოს თამაში ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9