A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვოდ ვოე ვოი ვოკ ვოლ ვომ ვონ ვოტ
selected terms: 9 page 1 of 1
ვოკაბულა
(vocabulum) "სიტყვა"სალექსიკონო სტატიის სასათაურო სიტყვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკაბულარი
(vocabularium) ქრესტომათიის, სახელმძღვანელოს ან მისი ცალკეული ნაწილის ლექსიკონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალი
(vocale) ხმით შესრულება მუსიკალური ნაწარმოებისა. მაგ., ვოკალის ოსტატები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალიზაცია
1.(მუს.) სავარჯიშო მღერა მხოლოდ ხმოვანი ბგერებით;2. სტენოგრაფიაში: ხმოვნების გამოსახვა თანხმოვანთა გამოსახულების თავისებურად შეცვლით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალიზი
(vocalise) მომღერლის ხმისათვის განკუთვნილი უტექსტო სავარჯიშო ან ეტიუდი, რომელიც სრულდება მხოლოდ ხმოვანი ბგერების გამოცემით . =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალიზმი
(vocalis) "ხმოვანი" (ბგერა) ამა თუ იმ ენის ხმოვან ბგერათა სისტემა. Antonym: კონსონანტიზმი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალისტი
1. ვოკალური ხელოვნების სპეციალისტი; მომღერლის ხმის დაყენების სპეციალისტი;2. პროფესიონალური მომღერალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკალური
(vocale) სიმღერასთან დაკავშირებული; ხმით შესასრულებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვოკლუზი
მიწისქვეშა მდინარე, დედამიწის ზედაპირზე წყაროდ გამოსული; სამხ. საფრანგეთში გამომდინარე წყაროს საკუთ.სახ. Vaucluse-ის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9