* - <
[ {
Ֆ
პ´ პა პე პვ პი პლ პო პრ პტ პუ პყ პჰ პჳ
selected terms: 304 page 1 of 16
[პირველად
See also: პ´დ}
უჴმო.
პ´დ
ქარაგმით პ ი რ ვ ე ლ ა დ ითქმის Z. პ ი რ ვ ე ლ ა დ ქარაგმით ითქმის A. პ ი რ ვ ე ლ ა დ ქარაგმით B. See also: [პირველად
პაგურეცი
(ხე) ექვსთა დღეში1 B. = 1იგულისხმება "კაცისა შესაქმისათჳს" S-1141: 57 v, a.
პაემანი
(დეტერმინაციონე B.; ვადა BCDE.; [იღრარ] E.) დროს პირობა ZAaB. დროს პირობა (1 მეფ. 8, 12), პაიმანი Ab. დრო დაპირებული C. განუმარტავია DE.
პაერმენიდო
პლატონის წიგნია ერთი ZA.
პაექრობა
(ბაჰასი Z, ბაასი Aa.; ჰაკაჭარრუთივნ Z, ჰაკაჭარუთივნ Aa.) (6, 2 მიქია) ცილობა (ცილება A) და გამოძიება ZA. სიტყვით ცილება, გინა გამოძიება B. სიტყვით დაცილება C. ს ხ ვ ა კ ა თ ი ღ.: More…
პავასიკი
(1, 14 იგავი) ტაცებით, გინა ბოროტად შეკრებული საუნჯე; (46, 6 ესაია) იგივე და უბრალო ქრთამი, გინა უზომო სარგებელი Z. (1, 14 იგავი) ტაცებით საუნჯე, გინა ბოროტად შეკრებილი (შეკრებული B); More…
პაზიონი
(ტოპაზი B.; პაზიონ E.) ეს(ე) თვალი თეთრი იაგუნდია, ინდოეთს ტოპაზის ქალაქს იპოება ZA. ეს თვალია თეთრი იაგუნდი ინდოთ ტოპაზის ქალაქსა B. ეს თვალი წითელია, ინდოეთ(ს), ტოპაზის ქალაქს იპოება More…
პაიკი
(ფია CDE.) ნარდთა და ჭადრაკთ კაცები Z. ნარდთა და ჭადრაკთ კუკები AB. ნარდისა (+ და D) ჭადრაკის კაცი CD. განუმარტავია E.
პაიჭი
(კალცეთა B.; ჩახჩურ ZAaBCD.) ფე(რ)ჴის (ფერჴი BCa, ფეჴი Cq) სამოსი ZABC. განუმარტავია DE. See also: ფერჴსამოსი
პალაკარტი
მონაზონთ (მონაზვნის A) სამოსელი(ა), ფართო და ნაოჭიანი, წმიდის ბასილის მოგონილი ZA. წმიდის ბასილის მონაზონთ ნაოჭიანი ვარმანდი B. მაზარა (+ მონაზვნისა Cb) CD. პალეგავტი და ეს ერთია E.
პალამ
(მძრომ.) მძლავრი და დიდი ასპიტი ZABCD. (მძრომ.) ესე არს დიდი და მძლავრი ასპიტი E. See also: ასპიტი
პალამოს
ასოთ(ა) მღერა, კრთომას(ა) რა (რომ A) იწყებს ZA. ასოთ მღერა რომ კრთომას იწყებს B. ასოთ მღერა CD.
პალანი
(ჯაიზ ZAaC, ჯაიზი BDE.; [ფლნ] E.) (+ 31, 34 დაბად. ZA) აქლემის კურტანი ZABCD. განუმარტავია E. See also: კურტანი, საპალნე
პალან–კურტანი1
(პალანი E) კურტან–ქევანი Caq. ქ ა რ თ ლ ი ს ცხ.:2 მოიღეს პალან–კურტანი3 და აღმოაგეს ზენა კერძო ციხისა და წარუხვნეს ლიპარის4 E. =1ნუსხებში "ოლან–კურტანი" და "ოლანია". More…
პალატანა
ძელქვის ქერქსა სივრცისაგან ეწოდების, რამეთუ პ ა ლ ა ტ ი ა ჰქვიან სივრცესა (+ ბერძულად Z) ZAB. See also: [პალატია, ძელქვა
პალატი
(+ 4, 6 ესთერ. ZAa) ვრცელი და დიდი სახლი ZA. ბერძულია, ქართულად დარბაზი ჰქვიან B. სახლი სამეფო CD. განუმარტავია E. See also: სახლი
პალაური
სათევზე ZABC.
პალდუმი
ჯორთ საბარკლე ZAB. ჯორის საბარკლე Cb.
ლექსიკონი ქართული ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9