* - <
[ {
Ֆ
მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ მჳ მჴ
მთა მთე მთი მთლ მთმ მთნ მთო მთრ მთქ მთხ

მთოვარე

L. ლუნა B.
Turk. აი ZAaBCDE.
Arm. ლუსნიაკ BCa, ლსნიაკ Cb, ლუსი CqDE.
(+ 1, 16 დაბად. ZAa). მთვარე, ესე არს უქვემოესთა ცასა ზედა, რომელ (რომელსა Ab) (+ ცასა მას ZAa) ეწოდების ჭირანო. ესე მოიქცევის დასავლით აღმოსავ(ა)ლისა მიმართ ოცდაცხრა დღე, ერთ ჟამ და 33 წამსა. ხოლო მთოვარის სიდიდე არს მესამედი ქვეყ(ა)ნის(ა) ოდენი ZA.

მთვარე არს მთოვარე უქვემოესსა ცასა ზედა. ხოლო მოიქცევის დასავლით აღმოსავალის მიმართ ოცდაცხრა დღე, და ერთ ჟამ და ოცდაათსამეტ წამს. ხოლო მთოვარის სიდიდე არს მესამედი ქვეყანისა ოდენი B. მთვარე. მთოვარე არს უქვემოესსა ცასა ზედა, რომელ არს უმახლობელეს ჩვენდა. ხოლო მოიქცევის დასავლეთით აღმოსავლეთით (აღმოსავლეთისა Cb) მიმართ ოცდაშვიდსა დღესა და რვა(ს) ჟამსა. ხოლო ორნი დღენი კვალად ვიდრე მზის გამოვლამდი, რომელი შესრულდების ოცდაცხრა დღედ, და ერთ ჟამად და ოცდაათსამეტ წამად. ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე რვაას ოცდათცხრამეტი ათას სამ(ე)ოცი ეჯი; ხოლო სივრცე მისი ორას სამოცდაათცხრამეტი ათას ექვსას ოთხმ(ე)ოცი ათასი ეჯი, ქვეყანით იქიმდე ოცდაათხუთმეტი ათას სამას(ი) ერგასისი ეჯი. მთოვარის სიდიდეზედ ფილასოფოსნი შეცილებულან, არამედ დაუსკვნიათ ქვეყანის მესამედისა ოდენსა ყოფასა. მთოვარისა სახესა ქალისასა იტყვიან, ჴელთა აქვს(ო) ისარიო Cab. მთვარე. მთოვარე არს უქვემოესსა ცასა ზედა, ხოლო არს ცისა მის სიმგრგვლე რვაას ათას და სამოცდაცხრა ათასი ეჯი. სივრცე მისი ორას სამოცდა ცხრა ათას ექვსას ორმოცდაათი ეჯი. ქვეყანით იქიმდე ას ოცდაათხუთმეტჯერ ასი ათას სამასორმოცდაათი ეჯი. მთოვარისა სახესა ქალისასა იტყვიან, ჴელთა აქვს ისარიო. ესე მოვლის სიმგრგვლესა ცისასა სწრაფით სხვათა ვარსკვლავთა უადრესად, რამეთუ ოცდაცხრასა დღესა და ათორმეტთა (ათორმეტსა D) ჟამთა (ჟამსა D) მოვლის. ხოლო სიდიდესა მისსა ზედა ფილასოფოსნი დაცილებულან და სხვადასხვა უთქვამსთ, არამედ დაუმტკიცებიათ ქვეყანისა სამის წილისაგან ერთისა წილისა ოდენიაო, რომელ იქმნების ათჯერ ასიათას ხუთას ორმოცდაათი ეჯი CqD. მთვარე. მთოვარე არს უქვემოეს ცასა ზედა. ხოლო არს მის ცისა სიმგრგვლე რვაასი ათას და ოცდაცხრა ათასი მილიონი. სივრცე მისი ორას სამოცდა ცხრა ათას ექვსას ორმოცდაათი მილიონი. ქვეყნიდამ იქიმდე ას ოცდათხუთმეტჯერ ასი ათას სამას ორმოცდათი მილიონი. ხოლო მთოვარისა სახე არს ქალისა; ჴელთა აქვს ისარი. მოვლის ცისა სიმგრგვლესა სწრაფით სხვათა ვარსკვლავთა უადრესად, რამეთუ ოცდა ცხრასა დღესა და ათორმეტ ჟამ მოვლის. ხოლო სიდიდესა მისსა ზედა არს ცილება ფილოსოფთა, სხვასა და სხვასა იტყვიან, არამედ დაუმტკიცებიათ ქვეყნის სამის წილისაგან ერთის წილისა ოდენი იყოს, რომელი იქმნების ათჯერ ასი ათას ხუთას ორმოცდაათი მილიონი E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9