Etym. ლათ. cella „მცირე ოთახი“ მრავალმხრივი გამოყენების მქონე ტერმინი. თავდაპირველად იყო საფლავის ძეგლის სინონიმი. მონასტრისა და სავანისათვის ტიპური მცირე და სადა ოთახი. ძველად სენაკად იწოდებოდა, აგრეთვე, სოფლის ან მინდვრის მცირე ეკლესია, რომელშიც მღვდელმსახურებას მღვდელ-მონაზონი აღასრულებდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4