ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
იდი

იდი

დაბა (ქც 4: 684,2,5,8,13,16).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 684,2,5,8,13,16).

ვახუშტი ბაგრატიონი იდის შესახებ გადმოგვცემს: „ჭოროხის აღმოსავლის კიდეზედ, არის დაბა დიდი იდი“ (ქც 4: 684,2).

ლოკალიზდება ისტორიულ ტაოში. მდებარეობს მდ. ოლთისის წყლის ზემო წელზე, მარცხენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

იდი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ინგოროყვა 1959:438; მუსხელიშვილი 1980:162, 167, 169 ; ქც 4: 684,2,5,8,13,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9