კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლდ

კლდეისი


(ქც 4: 318,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 318,17; 321,22), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 50), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 74; მასალები საქ. ისტ.გეოგ. 1964: 125; ქართ. სამართ. ძეგ.1972: 33; ქართულ-სპარსული... 1955: 133, 134).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „მოდამნახეს ქუეით არს ვარდისუბანს მონასტერი ... მას ქუეით ერთვის ქციას ხევი კლდეისისა ...“ (ქც 4: 321,20-22).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ხრამის ხეობაში, კლდეისის წყლის მარჯვენა მხარეს, სოფლების – დიდი და პატარა კლდეისის ტერიტორიაზე (ლორთქიფანიძე 1935: 320; ხარაძე 1991: 71, 72).

კლდეისზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თრიალეთს სამშვილდეს უკავშირებდა (ბერძენიშვილი 1966: 72). წყაროებში მოხსენიებულია „კლდეისას“ სახელითაც (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 74; ქართულ-სპარსული ... 1955: 133, 134; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 33).

კლდეისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

კლდეისში შემორჩენილია ეკლესია და ციხესიმაგრის ნანგრევები. ღვთისმშობლის X-XI სს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია (16X18 მ) დგას სოფლის ცენტრში. ნაგებია თლილი ქვის პერანგით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო ფანჯარაა აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს გვიანდელი მინაშენები. ეკლესია დაზიანებულია (თაყაიშვილი 1913ა: 116; ხარაძე 1991: 71, 72). ეკლესიაზე და მისგან ჩამოყრილ ქვებზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერები, რომლებშიც მოხსენიებულია: „ქავთარ ტბელი“, „ივანე ერისთავი“, „ერისთავი ვაჩე“, „კვირიკე მცირე“ და სხვ. (თაყაიშვილი 1913ა: 116).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 50; ბერძენიშვილი 1966: 72; თაყაიშვილი 1913ა: 116; ლორთქიფანიძე 1935: 320; 1938: 91, 395; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 74; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 125; მესხია 1982: 199; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 33; ქართულ-სპარსული ... 1955: 133, 134; ქც 4: 318,17; 321,22; ხარაძე 1972: 63; 1991: 71, 72; ჯავახიშვილი 1965: 20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9