1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პანკები

შექმნეს ენა, რომელიც როკის ისტებლიშმენტის რიტორიკის საპირისპიროდ ბევრად უფრო აქტუალური და მიწიერი იყო. მათ გამოიყენეს კრიზისის რიტორიკა, რომელიც იმ პერიოდში ინტენსიურად შუქდებოდა რადიოებისა და ჟურნალ-გაზეთების მიერ. პანკებმა მოახდინეს ამ რიტორიკის თარგმნა უფრო ხელშესახები და შესამჩნევი გზით. 1970-იანი წლების აპოკალიპსური ატმოსფეროს დროს, როდესაც უმუშევრობას მასიური სახე ჰქონდა და ლონდონის სხვადასხვა უბნებში შეტაკებები დაიწყო – პანკების მიერ საკუთარი თავის როგორც აბსოლუტური დეგენერატების წარმოსახვა კარგად ეწერებოდა საერთო სურათში. ეს უფრო იმის მანიშნებელი იყო, რომ შექმნილი სიტუაცია, სოციალური სტრუქტურების რღვევა კარგად განასახიერებდა დიდი ბრიტანეთის ატროფირებულ მდგომარეობას. პანკების მხრიდან გაკეთებული „განცხადებები“ ძალიან აქტუალური იყო, ანუ ენა რომელსაც ისინი იყენებდნენ გამოირჩეოდა თანამედროვეობით, დროულობით როგორც სუბკულტურის წევრებისთვის, ასევე მისი ოპენენტებისთვისაც. პანკების მიერ გათავისებული სხვადასხვა სტილი გამოხატავდა აგრესიას, ფრუსტრაციასა და შფოთვას. პანკების სუბკულტურას გარკვეული სანახაობითი ბუნება ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს პანკები კარგად ახდენდენ იმდროინდელი პრობლემების წარმოჩენას. ამ გზით მათ ბევრი მიმდევარი გაიჩინეს. უწესრიგობის კომუნიკაციისთვის საჭიროა შესაბამისი ენის შერჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია ამ ენის იგნორირება ან რეპრესირება. პანკების სუბკულტურა გვეხმარება ავხსნათ მაგ., მუსიკოსი დევიდ ბოუვის კულტის არსებობა, რომელიც ეხებოდა არა კლასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ სქესთან/გენდერთან. ბოუვიტები, როგორც მათ უწოდებდნენ, არ ახდენდნენ ნაცნობი პრობლემატიკის დეკლარირებას, მაგ., პროტესტი ავტორიტეტების წინააღმდეგ – მათი პატივისცემა, ა.შ); ისინი ცდილობდნენ მოეხდინათ აზრიანი საშუალო სივრცის მოძიება მშობლების კულტურასა და დომინანტურ იდეოლოგიას შორის.: სივრცე, სადაც აღმოჩენილი და გამოვლენილი იქნებოდნენ ალტერნატიული იდენტობები. ამ მხრივ, ისინი ეძებდნენ ავტონომიის გარკვეულ ხარისხს, რომელიც ახასიათებს ყველა ახალგაზრდულ და კონტრკულტურას.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9