1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სემიოტიკა

  1. თანამედროვე კულტურული ანალიზის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიდგომაა.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. თავისი ზოგადი დეფინიციით არის ნიშანთა ზოგადი თეორია. ნიშნის გამოყენების პროცესი სემიოზისის პროცესად იწოდება.სემიოტიკის დამფუძნებლად ითვლება ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ უილიამ მორისი. მისი ნაშრომი, რომელშიაც ავტორი სემიოტიკის ზოგად საფუძვლებს აღწერს, არის „ნიშანთა თეორიის საფუძვლები“ („Theory of Foundation of Signs“). ამ შრომაში სემიოზისის პროცესი მორისმა სამ ძირითად ნაწილად დაყო. ეს ნაწილებია სემანტიკა, სინტაქსი და პრაგმატიკა. შემდგომში ჩვენ შევინარჩუნებთ ამ დაყოფას და შევეცდებით სათითაოდ დავახასიათოთ სემიოტიკის შემადგენელი დისციპლინები. თუმცა, ჯერ სჯობია ორიოდე სიტყვით შევეხოთ სემიოტიკის ისტორიას. მართლია სემიოტიკა სხვებთან შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, მაგრამ სემიოტიკის ცალკეულ მხარეებზე სხვადასხვა პერიოდში მუშავდებოდა ძალზე საინტერესო მოსაზრებები. ეს თვალსაზრისები მართალია შემუშავებული იყო ან ენის თეორიის, შესაძლოა მისი მხოლოდ გრამატიკული მხარის შემადგენელ ნაწილად, ან ლოგიკისა, მაგრამ ისინი ყველა შემთხვევაში ყურადღებას იმსახურებენ ჩვენთვის საინტერესო კუთხით. ანტიკურ პერიოდში, ნიშნების ფუნქციონირებით ერთერთი პირველები, თავიანთი ლოგიკური გამოკვლევების ფარგლებში სტოელები დაინტერესდნენ. სემიოტიკის სხვადასხვა საინტერესო მხარე საკმაოდ ინტენსიურად განიხილებოდა შუა საუკუნეებშიაც. ახალ დროში პრობლემას მნიშვნელოვანწილად მოჰფინა ნათელი ლაიბნიცმა.
    Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  3. უძველესი ცნება, რომელიც მოიცავს ადამიანისა და გარემოს კომუნიკაციის ფორმებს და სისტემებს. ცენტრალური იდეა სემიოტიკაში არის ნიშანი, ხშირ შემთხვევაში წარწერა, რომელიც გარკვეულად არეგულირებს და მიმართავს ინდივიდი-გარემოს ინტერაქციას. თანამედროვე სემიოტიკის ძირითადი ელემენტებია ნიშანი, ინდექსი და სიმბოლო. სემიოტიკური ენა ფართოდ შეისწავლება სოციალური მეცნიერებების სფეროში.
    Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
  4. მეცნიერება ნიშნებსა და ნიშანთა სისტემაზე.
    Source: სემიოტიკა № 4, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9