1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძმ ძუ
ძალ ძარ ძაღ

ძალისაგან გამოცლის ტენდენცია

90-იან წლებში იკვეთება სამხედრო ძალის „ძალისაგან გამოცლის“ ტენდენცია, რომელიც არც თუ ისე იშვიათად უძლურია გადაწყვიტოს ესა თუ ისე პოლიტიკური პრობლემები. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ის მარცხი ინდოჩინეთში. სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით უფრო ძლიერმა ამერიკულმა არმიამ ვერ შეძლო უპირობო გამარჯვების მოპოვება, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემდა ამ რეგიონში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მიეღწია. პრაქტიკულად ანალოგიური მაგალითია საბჭოთა კავშირის კრახი ავღანეთის ომში. შესაძლოა მსგავსი ტენდენციის შესახებ ვილაპაკოთ ჩეჩნეთის დაუსრულებელ კონფლიქტთან დაკავშირებითაც. „ძალისაგან გამოცლის“ სხვა გამოვლინება გახდა მთელ რიგ ლოკალურ კონფლიქტებში ერთგვარი ჩიხის სიტუაციის შექმნა, როდესაც ხანგრძლივი საომარი მოქმედებები ძალებისაგან ცლიდა ორივე მხარეს და არც ერთი მათგანის გამარჯვებას არ იწვევდა.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9