1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სომხეთი

სამხრეთ კავკასიის მთიანეთში მდებარეობს. ტერიტორია – 29,8 ათასი კვარეტული კილომეტრი. დედაქალაქი – ერევანი.
ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, დასავლეთით – თურქეთი, სამხრეთით – ირანი.
სომეხი ხალხის ისტორიულ ბედში სომხეთის რესპუბლიკის თანამედროვე ტერიტორიას XXს.
დასაწყისამდე განმსაზღვრელი როლი არ შეუსრულებია. სომხეთის დიდი ნაწილი შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, სადაც სომეხთა რაოდენობა დაახლოებით 2,5 მლნ შეადგენდა. მათი უმრავლესობა აღმოსავლეთის 6 ვილაიეთში ცხოვრობდა. საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა არსებობდა რუსეთში და მის საზღვრებს გარეთაც. ე. ჰობსბაუმი წერდა, რომ თანამედროვე სომხეთი – ეს არის ყველაფერი ის, რაც დარჩა მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც ადრე სომხები ცხოვრობდნენ, ისინი გაწყვიტეს ან განდევნეს იქიდან.
1998 წლის 1 იანვრის მონაცემებით, სომხეთის მოსახლეობა 3 793 200 მცხოვრებს შეადგენს, მათგან 95%-ზე მეტი ეთნიკური სომეხია. ენა – სომხური, რომელიც ინდოევროპული ოჯახის სომხურ ჯუფს განეკუთვნება. განარჩევენ აღმოსავლურ და დასავლურ სალიტერატურო ენას; დასავლურ სალიტერატურო ენაზე სომხური დიასპორა მეტყველებს, აღმოსავლურზე კი სომხეთში მცხოვრები სომხები ლაპარაკობენ. სომხურ ენას აქვს საკუთარი დამწერლობა, რომელიც 39 ასო-ნიშანს შეიცავს.
საკუთრივ სომხეთის გარდა, ეთნიკური სომხები ცხოვრობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მძლავრ და გავლენიან სომხურ დიასპორას ქმნიან. საზღვარგარეთ სომხების განსახლების ძირითადი ცენტრებია რუსეთი (არმავირი, როსტოვი, მოსკოვი) – 800 000, საქართველო (ჯავახეთი და თბილისი) – 500 000, თურქეთი (ძირითადად სტამბოლი) – ამჟამად 85 000, აშშ (ძირითადად კალიფორნია) – 1 000 000, არგენტინა – 85 000, საფრანგეთი – 500 000, ლიბანი – 150 000, ირანი – 200 000, სირია – 130 000, კანადა – 60 000, ავსტრალია – 30 000. სულ სომხური დიასპორა მსოფლიოს 60 ქვეყანაშია გაფანტული. სომხების დიდი უმრავლესობა მონოფიზიტი ქრისტიანია. ისინი ქვეყნის მოსახლეობის 80% შეადგენენ. საზღვარგარეთ მცხოვრებ სომეხთა ნაწილი კათოლიკე და პროტესტანტია.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9