1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალაქ-სახელმწიფო

Gk. Polis
დამოუკიდებელი, ავტონომიური წარმონაქმნი. ძველ საბერძნეთში ქალაქ-სახელმწიფოები კულტურის ცალკეული მმართველობითი ერთეულები იყვნენ. მათ საერთო ენა, რელიგიური წარმოდგენები და მსოფლმხედველობა გააჩნდათ, თუმცა კანონმდებლობა და ქალაქის მმართველობა სუვერენული სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით იყო წარმოდგენილი. ქალაქ-სახელმწიფოს ბერძნები პოლისს უწოდებდნენ, სწორედ აქედან წარმოდგა ტერმინი პოლიტიკა. იგი მხოლოდ ერთი ქალაქისგან შედგებოდა, ისე, როგორც ეს თანამედროვე მონაკოსა და ლუქსემბურგის შემთხვევაშია. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: მმართველობის ფორმით, სოციალური იერარქიით, კანონმდებლობის სტრუქტურითა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით. მაგ., ათენში დემოკრატიული მმართველობა იყო, ხოლო სპარტას 2 მეფე განაგებდა.
Source: ბესელია, ნ. (ნინო). როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე: სამოქალაქო განათლების დამხმ. სახელმძღვ. მე-9-12 კლასებისათვის: მასწავლებლის წიგნი / ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე; მთარგმნ. ზ. მხითარიანი; რედ. გ. ჰოვსეფიანი; USAID, PH international. - თბ. : საქართველოს მაცნე, 2011. - ISBN 978-9941-16-219-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9