1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სწა სწო სწრ

სწავლების მეთოდები

  1. ცნება „სწავლების მეთოდები“ მოიცავს დიდაქტიკურ ძიებებს, სწავლების პროცესში განსახორციელებელი ეტაპების დროში განაწილებას, ურთიერთობის ხასიათს, ანუ მასწავლებლისა და მოსწავლის როლების ურთიერთდამოკიდებულებას, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას. თანამედროვე პედაგოგიკაში, ძირითადად, შემდეგი სახის სწავლების მეთოდები გამოიყოფა: - კონკრეტული დავალების დასწავლა (,,ტექნოლოგიურად“ აგებული პროცესი). - სასწავლო-კვლევითი საქმიანობა (ახალი ცოდნის ძიება, შეძენა; ახალი გამოცდილების, უნარ-ჩვევების ათვისება). - თამაშის ორგანიზება (სიტუაციური მოდელირება, როლური თამაში). - დისკუსია (დიალოგი, კომუნიკაცია).
    Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004,

  2. გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის ცოდნის, უნარისა და ჩვევების გადაცემის ხერხები, რომლის შედეგადაც ვითარდება ბავშვთა შემეცნებითი ნიჭი, ყალიბდება მსოფლმხედველობა და საფუძველი ეყრება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მათ მომზადებას. სწავლების მეთოდები მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლების შინაარსთან. სასწავლო მასალის შინაარსის მიხედვით მასწავლებელი განსაზღვრავს მეთოდებს. სწავლების მეთოდები შეიცავს მუშაობის განსხვავებულ ხერხებს, რომლებიც უნდა განიხილებოდეს, როგორც მეთოდის ელემენტები, დეტალები.
    Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
  3. სწავლების მეთოდი არის მასალის მიწოდების სისტემური გეგმა, გზა, ტექნიკა. მასწავლებელი იყენებს სწავლების სხვადასხვა მეთოდებს, რათა მოახდინოს სასწავლო პროცესის წარმართვა. ძირითადად არსებობს შემდეგი სახის მეთოდები: დიდაქტიკური მეთოდი, სოკრატული მეთოდი, სოციალური სწავლება და ა.შ.
    Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9