1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბავშვთა უფლებები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია

ბავშვთა უფლებები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ – კონვენცია თავს უყრის როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ, ისე სოციალური და ჰუმანიტარული სამართლის სფეროში ადრე მიღებულ რიგ დეკლარაციასა და სამართლებრივ მექანიზმს. ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, უფლება აქვს, ისარგებლოს კონვენციაში ჩადებული უფლებებითა და დაცვით. კონვენციაში განსაზღვრული უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები უჩვეულოდ მრავალფეროვანია. ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს კონვენციის ზრუნვის მთავარ საგანს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის ამ ერთ-ერთ სრულყოფილ დოკუმენტში ბავშვისთვის გათვალისწინებულია სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები იმ ჩარჩოებში, რომლებიც აღიარებს მშობლებისა და კანონიერი მეურვეების როლს ბავშვის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ბევრი უფლება მექანიკურად მიეკუთვნება, მისი განვითარებადი როლი იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რაც მასზე ახდენს გავლენას, მკაფიოდ არის აღიარებული. ბავშვის მომწიფების შემდეგ მან თავისუფლად უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში. უფლებათა ერთიანობის აღიარებით ზოგიერთი ექსპერტი უფლებებს კატეგორიებად ყოფს – დაცვის, უზრუნველყოფისა და მონაწილეობის უფლებებად (მაგალითად, ვან ბეურენი). ამგვარად, ბავშვი დაცულია ზიანის მიყენებისგან, უზრუნველყოფილია საჭირო მომსახურებითა და სარგებლით და მას ხელს უწყობენ, მონაწილეობა მიიღოს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მას ეხება. კონვენციაში შესული ბევრი უფლება ავსებს დანარჩენი დოკუმენტებით გარანტირებულ უფლებებს, მაგალითად, განათლების მიღების უფლება. მაგრამ კონვენცია გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე არსებული სამართლის უბრალო კოდიფიცირებას. კონვენციის დებულებათა განხორციელების მეთოდის მხრივ სიახლე არ მომხდარა, შეიქმნა ბავშვის უფლებათა კომიტეტი და აღიჭურვა კიდეც სახელმწიფოების მიერ მომზადებულ ანგარიშთა შესწავლის უფლებით. კომიტეტი განსხვავდება სხვა დანარჩენი საზედამხედველო ორგანოებისგან, და არა მხოლოდ მონაწილე სახელმიფოების რაოდენობით. კომიტეტი ცდილობს, მუშაობაში აქტიურად ჩართოს გაერო-ს ყველა შესაბამისი სპეციალიზებული ორგანო, მიიზიდოს ისეთი ორგანიზაციების საექსპერტო ცოდნა და დიდი გამოცდილება, როგორიც არის გაერო-ს ბავშვთა ფონდი. კომიტეტი რეგულარულად იღებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ „ალტერნატიულ“ დეტალურ ანგარიშებს და მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან საკუთარი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად. კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიშები დღეს უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე სხვა ამგვარი სახის დოკუმენტები. ბავშვთა უფლებები აღარ არის სიახლე – ბევრმა ახალმა სახელმწიფომ შეიტანა ისინი საკუთარ კონსტიტუციებში (მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ახალი კონსტიტუცია). კომიტეტმა მტკიცე პოზიცია დაიკავა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ის ავითარებს სამართალს, რომელიც თანმიმდევრულად შეზღუდავდა ბავშვთა ფიზიკური დასჯის პრაქტიკას. ბავშვის უფლებათა კონვენციამ გაერო-სთვის ნამდვილად წყალგამყოფის როლი შეასრულა ყველა თვალსაზრისით. ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მწვერვალს წარმოადგენს გაერო-ს ახალ ეპოქაში.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9