1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

PA PC PD PE PL PM PO PP PR PS PT PW
PR PRA PRI PRO PRS

Privacy

ანგლოსაქსური სამართლებრივი ცნება პრაივესი პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ნიშნავს. ამ ტერმინმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი ქართულ ენაში. არადა, პრაივესი, გარდა იმისა, რომ მთელს მსოფლიოში მიღებული და დამკვიდრებული ტერმინია, მკაფიოდ და სხარტადაც გამოხატავს მის შინაარსს. პრაივესის საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს; თანამედროვე კონცეფცია გამოყოფს პრაივესის ოთხ სახეს: 1. საინფორმაციო – პერსონალური მონაცემების შეკრება და დამუშავება, როგორიცაა საბანკო და სამედიცინო ინფორმაცია; 2. ფიზიკური – ადამიანის სხეულის დაცვა უცხო ჩარევისაგან, როგორიცაა: ნარკოტიკების გამოცდა და შინაგან ორგანოთა გამოკვლევა;. 3. კომუნიკაციური – საფოსტო შეტყობინებების, სატელეფონო საუბრების, ელექტრონული ფოსტის და კავშირის სხვა საშუალებების დაცულობა; 4. ტერიტორიული – საცხოვრებელ, სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში შეჭრის შეზღუდვა.
Source: თავისუფლება № 1 (13) იანვარი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],- 2002 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9