1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დავოსის კულტურა

ყოველწლიურად ათასამდე ბანკირი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოხელე, მოაზროვნე თუ ჟურნალისტი მთელი რიგი ქვეყნებიდან იკრიბება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, შვეიცარიაში. თითქმის ყოველ მათგანს აქვს უნივერსიტეტის დიპლომი საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებში, ბიზნესში, სამართალში, ისინი იკვლევენ სიტყვებსა თუ რიცხვებს, თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას, დასაქმებული არიან სახელმწიფო ორგანოებში, კორპორაციებსა და აქტიურ საერთაშორისო ცხოვრებაში ჩამბულ სამეცნიერო დაწესებულებებში, ხშირად მოგზაურობენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ისინი, ძირითადად, იზიარებენ საერთო წარმოდგენებს ინდვიდუალიზმზე, საბაზრო ეკონომიკასა და პოლიტიკურ დემოკრატიაზე, რაც დამახასიათებელია დასავლური ცივილიზაციის საზოგადოებისათვის. „დავოსის ხალხი“ აკონტროლებს, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო დაწესებულებას, მრავალი ქვეყნის მთავრობას და მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის მეტ წილს. აქედან გამომდინარე, „დავოსის კულტურა“ უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, რამდენი ადამიანი იზიარებს ამ კულტურას მსოფლიო მასშტაბით? დასავლეთს გარეთ, ალბათ, 50 მლნ-ზე ნაკლები, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 1 პროცენტი. იგი საკმაოდ შორს არის იმისგან, რომ უნივერსალური კულტურა იყოს, და ლიდერებს, რომლებიც ეკუთვნიან „დავოსის კულტურას“, ყოველთვის როდი აქვთ მყარი დასაყრდენი საკუთარ საზოგადოებებში. როგორც ჰედლი ბული აღნიშნავდა, „ეს საერთო ინტელექტუალური კულტურა მხოლოდ ელიტური მოვლენაა: ბევრ საზოგადოებაში მისი ფესვები ფრიად მყიფეა... საეჭვოა, რომ იგი შეეზრდება იმას, რასაც საერთო ზნეობრივ პრინციპებს, საერთო ფასეულობებს უწოდებენ და რაც ესოდენ განსხვავებულია საერთო ინტელექტუალური კულტურისაგან.“
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9