1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაც ნახ

ნათესავი

E. relative
1. ახლობელი წინაპრების ერთი შთამომავალი მეორისთვის;
2. ნათესავებად ითვლებიან:
ა) მეუღლეები;
ბ) აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავები;
გ) დები (ძმები); დისწულები (ძმისწულები);
დ) დის ქმარი (ძმის ცოლი);
ე) მშობლების დები (ძმები);
ზ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც მშობლები და შვილები;
თ) ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებულია ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილნი - ღვიძლ შვილებთან; სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც მშობლები და შვილები), რაც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას; საოჯახო ერთობის შეწყვეტა აღნიშნულ პირებს შორის მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29.4).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9