1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპის კავშირის სამართლებრივი ქმედუნარიანობა

E. Legal personality of the European opean Union
ევროკავშირის სამართლებრივი სტატუსის საკითხი, პირველ ყოვლისა, დაკავშირებულია მის შესაძლებლობასთან, დადოს ხელშეკრულებები ან შეუერთდეს შეთანხმებებსა და კონვენციებს. ევროკავშირს, რომელიც მოიცავს სამართლებრივი ქმედუნარიანობის მქონე სამ სხვადასხვა გაერთიანებას (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროატომი) და მთავრობათშორისი თანამშრომლობის ორ სფეროს, არა აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება. ამსტერდამის ხელშეკრულება არ შეიცავს არანაირ ახალ დებულებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც წევრმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს მიეღწიათ შეთანხმებისათვის მთავრობათშორის კონფერენციაზე. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც კავშირს არ შეუძლია დადოს საერთაშორისო შეთანხმებები და დაიკაოს თავისი ადგილი საერთაშორისო არენაზე.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9