1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ზა ზე ზნ ზო ზღ
ზღვ

ზღვის გაღმა რეგიონები

E. Outermost Regions
ევროპის კავშირის ქვეყნებს აქვთ შვიდი ზღვის გაღმა რეგიონი: გვადელუპე, ფრანგული გვიანა, მარტინიკი, საფრანგეთის ზღვის გაღმა დეპარტამენტები, აზორის, კანარის კუნძულები და მადეირა. ევროგაერთიანების ხელშეკრულებას ერთვის დეკლარაცია, რომლითაც განსაზღვრულია ამ ტერიტორიების სტატუსი. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს რეგიონები სერიოზულად ჩამორჩებიან სტრუქტურული თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანების ხელშეკრულება და მეორადი სამართალი ავტომატურად მოქმედებს ამ ტერიტორიებზე, შესაძლებელია, სპეციფიკური ზომების მიღება მათი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად, თუკი არსებობს ასეთი ზომების ობიექტური აუცილებლობა. ამსტერდამის ხელშეკრულებით ცვლილებები შევიდა 299(2)-ე მუხლში, რითაც მინისტრების საბჭოს შესაძლებლობა მიეცა კვალიფიციური უმრავლესობით მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც განსაზღვრავს ზღვის გაღმა ტერიტორიებზე დამფუძნებელი ხელშეკრულების მოქმედებისა და საერთო პოლიტიკის სფეროების განხორციელების პირობებს. ამასთანავე, მინისტრების საბჭომ უნდა უზრუნველყოს გაერთიანების სამართლებრივი წესრიგის ერთიანობა და მთლიანობა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9