1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუბ კულ კუმ კუპ კურ

კულტურული უფლებები

E. Cultural rights
ეს უფლებები ადამიანის უფლებათა რამდენიმე დოკუმენტშია ჩამოყალიბებული: \nადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 27, §1: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით”. \ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის \nმუხლი 15, §1: “ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებას: \ ა) კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე; \nბ) სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობასა და მის გამოყენებაზე; \ გ) მისი ავტორობით გამოცემული სამეცნიერო, ლიტერატურული და ხელოვნებასთან დაკავშირებული შრომების მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვაზე”. \ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხლი 27: „იმ ქვეყნებში სადაც არიან ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, ამ ჯგუფის წარმომადგენელს არ შეიძლება უარი ეთქვას ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საკუთარი კულტურის გამოყენებაზე, საკუთარი რელიგიის აღსარებასა და მისი წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე, აგრეთვე მშობლიური ენის გამოყენებაზე”. \ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მუხლი 5: „...კულტურულ მოღვაწეობაში თანაბარი მონაწილეობის უფლება”. \ საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპების დეკლარაციის მუხლი 1: „საკუთარი კულტურის განვითარება ყველა ხალხის უფლება და მოვალეობაა”.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9