1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პანელური გამოკვლევა

განმეორებითი სოციოლოგიური გამოკვლევის ტიპი, რომელიც გულისხმობს ერთი და იმავე სოციალური ობიექტის შესწავლას გარკვეული დროითი ინტერვალით და ერთი და იმავე მეთოდიკის გამოყენებით. აღნიშნული ტიპი ლონგიტუდური კვლევების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია პოლიტიკური ატიტუდებისა და თვალსაზრისების შესწავლასთან. მისი მიზანია ადამიანთან დამოკიდებულებებისა და წარმოდგენებში ცვლილებების შესწავლა და გარკვეულ ტენდენციებზე დაკვირვება. მაგალითად, ამ მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც სურთ ელექტორული ქცევის შესწავლა არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მათ შემდეგ. ამ დროს, შერჩეულ ადამიანთა ჯგუფი (პანელი) განმეორებით გამოიკითხება, რათა დაფიქსირდეს ცვლილებები მათ პოლიტიკურ შეხედულებებში და შეფასდეს პოლიტიკური კამპანიის გავლენა. პ.გ-ის ორგანიზებას ახლავს გარკვეული სიძნელეები შერჩევის მოცულობის განსაზღვრისას, რამდენადაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ინტერესის გაქრობა, ფიზიკური ადგილგადანაცვლება, გარდაცვალება და სხვ.) მოსალოდნელია დანაკარგები. ამიტომ, როგორც წესი, შერჩევით ერთობლიობას ზრდიან 20-25%-ით იმასთან შედარებით, რასაც რეპრეზენტაციული სტატისტიკური განაწილება ითვალისწინებს. პ. გ.-ს ლონგიტუდურისაგან ის განასხვავებს, რომ იგი ნაკლებად ხანგრძლივია და მეტად ფოკუსირებული.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9