1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სამართლიანი სასამართლო

  1. E. Fair trial
    სასამართლო პროცედურები, რომლებიც ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას იძლევა წინასწარ შექმნილი აზრის, დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-14 და მე-15 მუხლებში აღნიშნული “სამართლიან სასამართლოზე უარის თქმა” ნიშნავს საქმის ისეთ სასამართლო განხილვას, რომელიც არ არის არც საჯარო (ღია) და არც სამართლიანი. სასამართლო განხილვის გარეშე პიროვნების დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არამართლზომიერი დაპატიმრების კატეგორიას განეკუთვნება
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Fair trial
    ტერმინი, რომელიც სინამდვილეში მოიცავს არა მხოლოდ, სახელდობრ, სასამართლო პროცესს, არამედ საქმის სამართლიან განხილვას ყველა ეტაპზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი - ,,საქმის სამართლიანი განხილვის უფლება“ - შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული \n1. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცეზსე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია, განსაკუთრებული გარემოებების გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს \n2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალდება არ დამტკიცდება კანონის შსებამისად \n3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები \nა) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი \nბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად \nგ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები \nდ) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს თავისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს თავისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოქმედების თანაბარ პირობებში \nე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე \nსაერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ აცხადებს: ,,უარი სამართლიან სასამართლოზე“ ნიშნავს საქმის ისეთ განხილვას, რომელიც არ იყო საჯარო (ღია) და სამართლიანი“, სასამართლო განხილვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება (მე-14, მე-15 მუხ.) შეიძლება გავუტოლოთ ,,თავისუფლების უკანონო აღკვეთას“.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9