1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტეი ტელ ტემ ტენ ტერ ტეს ტექ

ტექნიკური დახმარების სამსახური

E. TAIEX AIEX
TAIEX-ი შეიქმნა მას შემდეგ, რაც კომისიის თეთრმა წიგნმა დააყენა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისათვის მომზადების საკითხი. ევროპის კომისიის ეს სამსახური თავდაპირველად გამიზნული იყო, რომ დახმარება აღმოეჩინა და ინფორმაცია მიეწოდებინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ერთიანი ბაზრის კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეეწყო კანონმდებლობის ჰარმონიზებისთვის. 1997 წლის დეკემბრის ლუქსემბურგის ევროპული საბჭოს შემდეგ ეს სამსახური მუშაობს ყველა განმცხადებელ ქვეყანასთან \nტექნიკური დახმარების სამსახური თანამშრომლობს საჯარო ადმინისტრაციებთან განმცხადებელ ქვეყნებსა და წევრ სახელმწიფოებში. იგი აწვდის გაერთიანების სამართლებრივ ტექსტებს დაინტერესებულ ქვეყნებს და აწყობს სემინარებს და ექსპერტთა ვიზიტებს ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ამის სურვილი. ამ სამსახურს მთავარი როლი აკისრია განმცხადებელი ქვეყნის კანონმდებლობის გაერთიანების სამართალთან შესაბამისობის შეფასებისას (სქრინინგის პროცესში).
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9