ზა ზე ზვ ზო ზღ
ზღვ

ზღვის ტალღები

Rus. Волны морскые
E. Sea waves, swell
წყლის რყევითი მოძრაობა ზღვებში ან ოკეანეებში, ხდება ეპიზოდურად (ატმოსფერული წნევა, ქარი, მიწისძვრა) ან მუდმივი (მიმოქცევითი) ძალით. ტალღები წყლის ზედაპირზე წარმოიშობიან ერთმანეთის მიყოლებით, ზვირთებად და ახასიათებთ მათ შორის ჩაღრმავებები. არჩევენ: ტალღის ყველაზე დაბალ ნაწილს - ძირს; ყველაზე მაღალ ადგილს - თხემს; სიმაღლეს - ვერტიკალური მანძილი ძირიდან თხემამდე; სიგრძეს - მანძილი ერთიმეორეს მიმყოლ ტალღებს შორის და პერიოდს - დროის მონაკვეთი, რომელშიც ტალღა გაირბენს მისი სიგრძის ტოლ მანძილს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9