გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გენ გეო გეუ

გეოგრაფიული ლანდშაფტი

Rus. Географический Ландшафт
E. Geograhic landscape
1. გეოგრაფიული ლანდშაფტი, ფართო გაგებით, გეოგრაფიული ან ბუნებრივი ტერიტორიალური კომპლექსის სინონიმია (მაგ. ტაიგის ზონა ცალკე პროვინციაა, ან ამ ზონის რაიონია); ზოგჯერ ამ ტერმინს - გეოგრაფიულ ლანდშაფტს ტიპოლოგიური მნიშვნელობა ენიჭება (ტაიგის ლანდშაფტი. ჭაობის ლანდშაფტი); 2. ვიწრო გაგებით გეოგრაფიული ლანდშაფტი არის კონკრეტული ტერიტორია ერთგვაროვანი წარმოშობით, განვითარების ისტორიითა და განუყოფელი ზონალური და აზონალური ნიშნებით, აქვს ერთიანი გეოლოგიური ფუნდამენტი, ერთგვაროვანი ტიპის რელიეფი და საერთო კლიმატი; აგრეთვე ნიადაგებისა და ბიოცენოზების შესატყვისი ერთგვაროვნად შეხამებული ჰიდროთერმული პირობები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9