გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრუ

გრუნტები

Rus. Грунты
E. Ground, soil, carth
ყოველგვარი ნიადაგი და ქანი, რომელიც განიხილება როგორც, დინამიკურად დროში (ცვალებადი მრავალკომპონენტიანი სისტემა და გამოიყენება ადამიანის საინჟინრო - სამეურნეო საქმიანობისათვის. გრუნტებს ახასიათებს სხვადასხვა გენეზისი, ასაკი, შედგენილობა, თვისებები. ზოგიერთი მათგანი შეიძლება გავრცელებულ იქნეს დიდ მასივებზე, ზოგიც ლოკალურად. გრუნტებში ფიზიკურ - მექანიკური თვისებების მიხედვით არჩევენ: 1. კლდოვანს - მაღალმექანიკური სიმტკიცით და პრაქტიეულად წყალგაუმტარს; 2. ნახევრად კლდოვანს - კლდოვანთან შედარებით უფრო დაქვეითებული ფიზიკურ - მექანიკური მაჩვენებლებით; 3. რბილ - შეკავშირებულს (თიხოვანი) მაღალი დეფორმაციულ - პლასტიკური თვისებებით; 4. ფხვიერ შეუკავშირებელს, ნამტვრევს; 5. განსაკუთრებული შედგენილობის და თვისებების მქონეს (ლამი, ტორფი, ტექნოგენური, მზრალი და მცურავი).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9