ნა ნე ნი ნო
ნაგ ნაზ ნაკ ნამ ნაპ ნაჟ ნატ ნაღ ნაყ ნაც ნახ

ნაგებობის აქტიური ზონა

Rus. Активная зона сооружений
E. Active base zone
1. ქანებში ნაგებობის შედეგად გამოწვეული დამატებითი დაძაბულობის გავრცელების ზონა; 2. სამთო დამუშავების შედეგად ქანების განტვირთვის და გამკვრივების გავრცელების ზონა; 3. ზონა, რომლის საზღვრებში შეიმჩნევა მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რეჟიმის ცვლილებები (მოძრაობის, მიმართულების სიჩქარის, დონეების, წნევის, მინერალიზაციის და სსვა) ნაგებობის ზემოქმედებით; 4. ზონა, რომლის საზღვრებში აღინიშნება მშენებლობითა და ექსპლოატაციით გამოწვეული ქანების დეფორმაცია და დაშლა; 5. ზონა, რომლის საზღერებში მიმდინარეობს ნაგებობის ზემოქმედებით გამოწვეული გეოლოგიური პროცესების განვითარება (Ломтадзе).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9