და დე დი დრ
დებ დეგ დედ დევ დელ დემ დენ დეპ დერ დეს დეტ დეფ დეჰ

დესერპცია (ჩამოცოცება, დაწევა)

Rus. Десерпция
E. Deserption
1. ფხვიერი წარმონაქმნის ნელი გადაადგილების ან ჩამოცოცების პროცესი ფერდობზე, ვითარდება ნალექების მასის მოცულობის რყევით და განუწყვეტელი სიმძიმის ძალის მოქმედებით; ქანების ფხვიერი მასის შეკავშირებული ან ფარული ნელი გადაადგილება; თვალისათვის შეუმჩნეველი დაცურება მასის მოცულობის შეცვლის შედეგად, გამოწვეული გათბობით ან გაციებით, გამოშრობით, დასველებით, დნობით და გაყინვით. სინონიმები: კრიპი, ჩამოცოცება, დაწევა. 2. ძირითადად ფხვიერი მშრალი გამოფიტვის პროდუქტების საფარის მოძრაობა გამოწვეული ერთობლივი ზემოქმედებით გრავიტაციისა და იმ ძალისა, რომელიც წარმოიქმნება გაფართოებითა და შეკუმშვით ტემპერატურის ცვალებადობის დროს; 3. ფხვიერი ნალექების პლასტიკური დინება /ჩამოცურება/ ფერდობზე მათი კონსისტენციის შეცვლის შედეგად, თიხიან ან თიხნარიან ქანებში; 4. ქანების კრიოგენული ჩამოცურება ფერდობზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9