და დე დი დრ
დია დინ დის დიუ დიფ

დიუნა

Rus. Дюн
E. Dune, sand drift
ქვიშიანი ბორცვი ან ბორცვები, წარმოშობილი ქარის მოქმედებით ზღვის, ტბისა და მდინარის ქვიშიან სანაპიროზე. ქარს გადააქვს და მოძრაობაში მოჰყავს ქვიშის მარცვლები. დიუნის გასწვრივი პროფილი ასიმეტრიულია, მისი ქარზურგის მხარის ფერდობის დაქანება 35◦-ს აღწევს, ხოლო ქარპირის - 15◦-მდე. დიუნი მოძრაობს ქარის გაბატონებული მიმართულებით და ფორმირდება იმ ქვიშის მასალისგან, რომელიც მოაქვს წყალს ზღვის, ტბისა და მდინარის სანაპიროზე. დიუნები წარმოიქმნება (სხვადასხვა განედზე კლიმატური პირობების დამოუკიდებლად, რითაც განსხვავდებიან არიდული პირობებისათვის დამახასიათებელი ბარხანებისგან. დიუნებსა და ბარხანებს შორის მორფოლოგიური განსხვავება განისაზღვრება ბუნებრივი პირობებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9