ქა ქე ქვ ქი ქს
ქაი ქალ ქან ქარ

ქანების საინჟინრო - გეოლოგიური კლასიფიკაცია (ფ. სავარენსკი)

Rus. Инженерно - геологическая классификация горных пород (Ф. Саваренский)
E. Engineering - geological classification of rocks (F. Savarensky)
საინჟინრო გეოლოგიაში სხვადასხვაგვარი გენეტიკური და პეტროგრაფიული შედგენილობისა და ფიზიკურ - მექანიკური თვისების მიხედვით ქანები ერთიანდებიან ხუთ ჯგუფად: 1. მაგარი კომპაქტური კლდოვანი ქანები - პრაქტიკულად არა კუმშვადი, მტკიცე. მას მიეკუთენება მასიურ - კრისტალური, მაგმური, მეტამორფული და მტკიცედ შეცემენტებული დანალექი ქანები; 2. შედარებით მაგარი კომპაქტური, სუსტად კუმშვადი, საკმარისად მტკიცე ნახევრად კლდოვანი ქანები. მასვე მიეკუთვნება წინა ჯგუფის გამოფიტული, ნაპრალოვანი, სუსტად შეცემენტებული, წყალში ხსნადი და ლბობადი დანალექი ქანები; 3. ფხვიერი, შეუკავშირებელი ქანები – კარგად წყალშეღწევადი ქვიშები, კენჭნარი და ხრეში; 4. რბილი შეკავშირებული თიხოვანი ქანები – ბმული პლასტიკური და მაღალი დეფორმირებადი თვისებებით, წყალშეუღწევადი. სიმტკიცე დამოკიდებულია ტენიანობის ხარისხზე; 5, რბილი, ფხვიერი, განსაკუთრებული შედგენილობის, მდგომარეობისა და თვისებების მქონე სუსტი ქანები – ტორფი, მზრალი ლამი, ნაყარი გრუნტი და სხვ. ქანების სპეციალური კლასიფიკაციიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია: მზრალობის მიხედვით, მზიდის უნარის მიხედვით; დამუშავების ხერხისა და სიძნელის მიხედვით; ქანის სიმაგრის მიხედვით; წყალშეღწევადობის ან წყალშთანთქმის ხარისხის მიხედვით., ქვემოთ მოყვანილია ქანების საინჟინრო - გეოლოგიური კლასიფიკაციის ცხრილები ფ. სავარენსკისა და ვ. ლომთაძის მიხედვით. ასევე ზოგადი კლასიფიკაცია - ე. სერგეევის მიხედეით: გრუნტის ზოგადი კლასიფიკაცია ე. სერგეევის მიხედვით:

Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9