სა სე სი სკ სპ სრ სტ სუ სხ
საბ სად საე სათ საი საკ სალ სამ სან სას საფ საქ საყ საშ საც სახ

საიჟინრო გეოდინამიკა

Rus. Инженерная геодинамика
E. Engineering geodynamics
საინჟინრო გეოლოგიის მეცნიერული მიმართულების ერთ - ერთი ნაწილია. სწავლობს გეოლოგიურ პროცესებს და მოვლენებს როგორც ბუნებრივად წარმოქმნილს, ასევე ტერიტორიის საინჟინრო - სამეურნეო გამოყენებასთან კავშირში. საინჟინრო გეოდინამიკის საბოლოო ამოცანას წარმოადგენს გეოლოგიური პროცესების მეცნიერული საფუძვლებისა და მართვის მეთოდების დამუშავება და გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენება. საინჟინრო გეოდინამიკა სწავლობს და ამუშავებს: 1. ყველა სახის ეგზოგენური და ზოგიერთი ენდოგენური პროცესებისა და მოვლენების გავრცელების კანონზომიერებებს, რომლებშიც მიმდინარეობენ დედამიწის ზედაპირზე და მიწის ქერქის ზედა ჰორიზონტებში; 2. ადამიანის საინჟინრო - სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული გეოლოგიური პროცესების წარმოქმნის კანონზომიერებებს; 3. სხვადასხვა გეოლოგიური პროცესებისა და მოელენების განვითარების დინამიკასა და მექანიზმს, მათი გამოვლინების ფორმებს და სხვადასხვაგვარი ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორებით განპირობებას; 4. გეოლოგიური პროცესების შესაძლო გაელენას რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდებით შეფასებას ტერიტორიის და ნაგებობის სიმდგრადეზე და მათი ექსპლუატაციის პირობებზე; 5. გეოლოგიური პროცესებისა და მოვლენების საშიშროების თეორიული საფუძვლების პროგნოზს, მათი განვითარების ლოკალიზაციას ან გაუვნებლობას და ტერიტორიის საინჟინრო დაცვით ღონისძიებებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9