სა სე სი სკ სპ სრ სტ სუ სხ
საბ სად საე სათ საი საკ სალ სამ სან სას საფ საქ საყ საშ საც სახ

საინჟინრო გეოლოგია

Rus. Инженерная геология
E. Engineering geology
გეოლოგიური მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ნაგებობების მშენებლობის საინჟინრო - გეოლოგიურ პირობებს, გეოლოგიური გარემოს რაციონალურ გამოყენებასა და დაცვის საკითხებს, გეოლოგიური პროცესებისა და მოვლენების განვითარებასთან კავშირში. მისი კვლევის პრობლემების სფეროში შედის: ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური პირობების ფორმირების, გეოლოგიური გარემოს ზონაში მოქცეული ქანების ფიზიკურ - მექანიკური თვისებების, ბუნებრივი გეოლოგიური და საინჟინრო - სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული პროცესებისა და მოვლენების კანონზომიერების დადგენა. ეს არის პრობლემათა კრიტერიუმი, რომელიც ახასიათებს ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური პირობების არაერთგვაროვნებისა და ცვალებადობის კანონზომიერ განაწილებას, გეოლოგიური სივრცის ორგანიზაციას, გეოლოგიური პროცესებისა და მოვლენების პროგნოზირებას და მართვას ადამიანისთვის საჭირო მიმართულებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9