კა კე კი კლ კო კრ კუ
კალ კაპ კარ კატ კაშ კაჭ

კარები

Rus. Карры
E. Swallow hole; sink hole
შვერილებისა და სავარცხლების სისტემა გაყოფილი სუსტად დაკლაკნილი ღარებით - კვალებით, რომლებიც წარმოიშობიან ხსნადი ქანების ზედაპირზე გამდინარე წყლის ჭავლის მოქმედებით (ატმოსფერული, მდინარეული, ზოგჯერ ზღვისა და ტბის ტალღების მოქმედების ზონაში) ზაიცევის მიხედვით, ეს პროცესი ახასიათებს კარსტის საწყის სტადიას. კარები წარმოადგენს შიშველი კარსტრისთვის დამახასიათებელ უარყოფით მიკრო (ზოგჯერ მეზო-) ფორმებს, რომელთა სიღრმე რამდენიმე სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე აღწევს, ჩნდება დაბზარულ და დანაპრალიანებულ კარსტვად ქანების ზედაპირზე წვიმების, ლანქერის, იშვიათად ზღვისა და მდინარის წყლის ქიმიური მოქმედებით. განასხვავებენ კარების მორფოლოგიურ ტიპებს: ნაპრალურ, ღარაკულ, თხრილისებურ, ბრტყელ, მილისებურ, მეანდრულ და სხვა. ზოგჯერ კარები ქმნის რთულ დატოტვილ ქსელს და დიდ ფართობებს მოიცავს, მათ კარულ ველებს უწოდებენ.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9