კა კე კი კლ კო კრ კუ
კალ კაპ კარ კატ კაშ კაჭ

კარსტული პროცესები

Rus. Карстовые процессы
E. Karst process
მიმდინარეობენ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მოქმედებით ხსნად ქანებში და წარმოქმნიან სხვადასხვა სახის ფორმებს და სიცარიელეებს. მათ თან ახლავთ ჩავარდნები, სახურავის ჩაჯდომა, ძაბრების წარმოშობა და სხვა მიწის ზედაპირის დეფორმაციები. ხსნადობის მიხედვით ქანებში გამოიყოფა ორი ძირითადი ჯგუფი: 1. ძნელად ხსნადი კარბონატული ქანები (კირქვა, დოლომიტი, ცარცი, კლასტური ქანები კარბონატული ცემენტით); 2. ადვილად ხსნადი ქანები: სულფატური (თაბაშირი), სულფატურ-კარბონატული, ქვამარილი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9