კა კე კი კლ კო კრ კუ
კლა კლდ კლი

კლდე ნაზვავის კლასიფიკაცია

Rus. Классификация обвалов
E. Klassification collapse
1. ვ. ლომთაძის მიხედვით: 1.1 გამოვარდნა – ციცაბო ფერდობებიდან და ფლატეებიდან ცალკეული ლოდებისა და ქვების სახით, რომლებიც გზის დიდ ნაწილს გაივლიან ჰაერში. 1.2 ჩამონაქცევი - ქანების მასის ჩამოქცევა როგორც მათი ცალკეული ლოდების, ასევე მისი დიდი შვერილების, რომლებიც გზადაგზა გორავენ, ყირავდებიან და იმსხვრევიან. 2. მ. როინიშვილის მიხედვით: 2.1 კლდოვანი ანუ ქვიანი: ა) მსხვილი (რამდენიმე 100 მ3 ან 1000 მ3); ბ) მცირე (150-200 მ3); გ) ცალკეული ქანების ნამტვრევების ვარდნა და გორება (ქვათა ცვენა). 2.2 მიწის ჩამონაქცევები - წარმოიქმნებიან თიხიან, ქვიშიან, ხრეშიან, ღორღიან და იოლად გამოსაფიტავ და ნახევრადკლდოვან ან სუსტად შეცემენტებულ ქანებში. 2.3 შერეული ჩამონაქცევები - წარმოიქმნებიან კლდოვან ქანებზე განლაგებულ ფხვიერ ან სუსტად შეცემენტებულ გრუნტებში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9