შა შე შვ შთ ში შლ შრ შუ
შვა შვე

შვავების კლასიფიკაცია მასალის შედგენილობის მიხედვით

Rus. Классификация осыпей по составу материала
E. Talus classification of according to material composition
პ. ი. პუშკინის მიხედვით გამოიყოფა შვავების შემდეგი ტიპები: ა) მსხვილნატეხოვანი ლოდები, წარმოდგენილი მასიური კრისტალური ქანებით. ნამსხვრევების ზომა მერყეობს 100 მმ-ზე მეტია. ნაყარის დაქანების საშუალო კუთსე 370-ია. ბ) საშუალონატეხოვანი ღორღი, დაკუთხული, ძირითადი პეტროგრაფიული შედგენილობა წარმოდგენილია ამონთხეული და მტკიცე დანალექი ქანებით, ნამსხვრევების ზომა მერყეობს 200-100 მმ-ის ფარგლებში, ნაყარის დაქანების საშუალო კუთხეა 350-ია. გ) წვრილნატეხოეანი ხვინჭა, დაკუთხული. ძირითადი პეტროგრაფიული შედგენილობა - ძლიერ გამოფიტული მტკიცე ქანები, ნამსხვრევების ძირითადი ზომა 2-20 მმ, დაქანების საშუალო კუთხე - 320. დ) სხვადასხვა სახის ნატეხები ფილისისებური და ფირფიტისებურა გლუვი ზედაპირით, ძირითადი პეტროგრაფიული შედგენილობა - ფიქლები და დანალექი ქანები, ნაყარის დაქანების საშუალო კუთხე - 30◦.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9