ღა ღვ ღი ღრ
ღვა

ღვარცოფის მასის კლასიფიკაცია

Rus. Классификация селевых масс
E. Classification of mudflow mass
ღვარცოფის მასის შედგენილობის მიხედვით არჩევენ ტალახ - ქვიანს, ტალახიან და წყალ - ქვიან ღვარცოფს. შემადგენელი წყლის გენეზისის მიხედვით გამოყოფენ: თავსხმური წვიმების, თოვლის დნობის, შერეული გენეზისის და გლაციალურს. აღნიშნულია შემთხვევები ღვარცოფული ნაკადის წარმოშობისა მიწისქვეშა წყლის განტვირთვის შედეგად. ცალკე ჯგუფად გამოიყოფა ღვარცოფები წარმოშობილი დაგუბებული წყალსაცავების გარღვევისას და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, რომლებსაც თან სდევთ თოვლისა და მყინვარის კატასტროფული დნობა. ასეთ ღვარცოფულ ნაკადებს ეწოდება ლახარი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9