გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გად გავ გაზ გათ გალ გამ გან გარ გაუ გაფ გაყ გაძ გაჭ გაჯ

გამოფიტვის ქერქი

Rus. Кора выветривания
E. Crust of weathering, residuum
ქანების კომპლექსი, რომლებიც წარმოიშობიან კონტინენტურ პირობებში ლითოსფეროს ზედა ნაწილში მაგმატური, მეტამორფული და დანალექი ქანების გარდაქმნით, მათზე გამოფიტვის ფაქტორების ზემოქმედებით. ფორმირდება უმთავრესად ჩაჟონვისა და აერაციის ზონაში, მის საზღვრებს ქვემოთ კი ზედაპირული წყლების ფილტრაციისთვის. განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში – ქანების აშლილობის ზონებსა და მათი სხვადასხვა შედგენილობის კონტაქტებზე. გამოფიტვის ქერქი გამოიყოფა წარმოქმნილი ქანისა და ქერქის ფიზიკური დაშლის შედეგად, რომლის წაროშობაში ძირითადი როლი ეკუთენის ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს. საწყისი ქანების ხასიათსა და ხარისხის შეცვლიდან გამომდინარე, განისაზღვრება ქერქის რამდენიმე გეოქიმიური ტიპი, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა სახეებად, გამოფიტვის საბოლოო პროდუქტების მინერალური შედგენილობიდან გამომდინარე. საინჟინრო - გეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტის დროს ქანების გამოფიტვის ხაირსხის შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის პროცესი, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება და რომლის ინტენსიურობა დამოკიდებულია როგორც ქანების თვისებებზე, მათ მინერალოგიურ შედგენილობაზე, სტრუქტურულ - ტექსტურულ აგებულებაზე, ასევე ადგილის ფიზიკურ - გეოგრაფიულ პირობებზე. ქანების გამოფიტვისას იცვლება როგორც მისი გარეგნული იერი და შეფერილობა, ასევე მისი ფიზიკური და ნივთიერი თვისებები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9