ტა ტე ტი ტო ტრ ტყ
ტყი

ტყის მელიორაცია

Rus. Лесомелиорация
E. Silvan reclamation
აგრომელიორაციის დარგი, რომელიც სწავლობს ტყეს და მისი პრაქტიკული გამოყენების ღონისძიებებს. მისი მიზანია გარდაქმნას ბუნებრივი პირობები სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობის გასადიდებლად. ტყის მელიორაციული ღონისძიებების კომპლექსი გათვალისწინებულია მცირეტყიანი ოლქების გატყიანების ფართობის გაზრდისათვის მისი ოპტიმალურ მაჩვენებლამდე /I5 - 25%/. ზედმეტად დანოტიოებულ ზონაში ტყის მელიორაცია გამოიყენება ნიადაგების დასაშრობად ძლიერ ამაორთქლებელი მცენარეებით, მორწყვის ზონაში კი გრუნტის წყლის დონის დაბლა დასაწევად (დამარილიანების თავიდან ასაცილებლად), მთებში ღვარცოფებისა და ეროზიების შესასუსტებლად და მეწყრული ფერდობების დასამაგრებლად.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9