ლა ლი ლო
ლიდ ლიზ ლით ლიმ ლიო ლიპ

ლიოსი

Rus. Лесс
E. Loess
მოყვითალო, წვრილმარცვლოვანი, ძლიერფორიანი ქანი, რომელიც, გარდა თიხოვანი მინერალებისა, შეიცავს კვარცის მარცვლებს, ქარსს, მინდვრის შტაპს, კალციტს და რკინის ჟანგს. დამახასიათებელია კარბონატის ჩანართები და განამარხებული ნიადაგების ჰორიზონტები. ლიოსების სიმძლავრე ძალიან მცირე ზომიდან 400 მეტრამდეა. ლიოსი ნაყოფიერია. წვრილი მიწა, რომელიც წარმოშობს ლიოსს, გროვდება უდაბნოს ელუვიური მასალისგან. გარდა ამისა, არსებობს ტბიური, მდინარეული, მყინვარული და სხვა წარმოშობის ლიოსები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9